logo
ENG



UEFA-მ "სიტის" აკრძალვები მოუხსნა

13 ივლ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 
pyytc6ybnrcx5g4.jpg

UEFA-ს 2020 წლის იანვრის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა მათ გადაწყვეტილება შეცვალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "სიტი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომავალი სეზონიდანაც ითამაშებს.

ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ.  საქმე ეხებოდა ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას. როგორც ცნობილია, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ “სიტის” მფლობელი, შეიხი მანსური, გუნდს ავიაკომპანია Etihad-ის საშუალებით ყოველწლიურად 67.5 მილიონი ფუნტით აფინანსებდა, თუმცა დოკუმენტაციაში ჩანდა, რომ Etihad-ი მანჩესტერული გუნდის ბალანსზე მხოლოდ 8 მილიონ ფუნტს რიცხავდა.

უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავებოდა.


close დახურვა